Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის და პუტინის შეხვედრის ადგილად ამჯერად, ჰელსინკი სახელდება


დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე. 2017 წლის 11 ნოემბერი
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე. 2017 წლის 11 ნოემბერი

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გაიმართოს - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით. მანამდე ავსტრიული პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 15 ივლისს, ვენაში შეხვდებოდნენ. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების ადმინისტრაციები ტრამპის და პუტინის მოლაპარაკების დროს და ადგილს ოფიციალურად ჯერჯერობით არ ასახელებენ.

დღეს იწყება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ის განიხილავს დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრის საკითხს.

ტრამპს და პუტინს შორის ოფიციალური შეხვედრა დღემდე არ გამართულა. გასული წლის ივლისსა და ნოემბერში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ესაუბრნენ გერმანიაში, „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის და ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG