Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ დოკუმენტს


გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერის დასტურად შეაფასა აშშ-ის კონგრესში ინიცირებული დოკუმენტი. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილია საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი. ეს ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ“ - დაწერა ტვიტერზე გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივა 2018 წლის მარტში, ვაშინგტონში ვიზიტისას გამოთქვა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG