Accessibility links

გახარია: "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" საბოლოო არ არის


გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დახურული არ არის.

“ეს არის ცოცხალი პროცესი, ეს სია იქნება მუდმივად. რომელი სია არის დახურული? ყველა სიას მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ხან ემატება, ხან შეიძლება, ვიღაც გამოაკლდეს“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. მთავრობის მიერ მომზადებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი. ოპოზიციამ მთავრობა გააკრიტიკა იმისთვის, რომ სიაში აღმოჩნდნენ უკვე გარდაცვლილი პირები და ამასთან, ჩამონათვალში არ არიან რუსეთის მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG