Accessibility links

ევროკავშირს აკრიტიკებენ აქტივისტების მიერ გადარჩენილი ლტოლვილების ზღვაში დატოვების გამო


ლტოლვილები Lifeline-ს გემზე

გაეროს ლტოლვილთა საქმეების კომისარიატმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირი გერმანელი აქტივისტების მიერ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი ლტოლვილების ზღვაში დატოვების გამო. ორი ორგანიზაციის განცხადებით, ევროკავშირის პოლიტიკური ნების პარალიზის შედეგად იტანჯებიან უდანაშაულო ადამიანები. გაეროს კომისარიატმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს მოუწოდეს, 28-29 ივნისს, ბრიუსელის სამიტზე მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების მიღებას.

გერმანული საქველმოქმედო მისიის Lifeline-ს გემი, რომელზეც 230-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან, 21 ივნისიდან ცდილობდა რომელიმე ევროპულ პორტში შესვლას, თუმცა ყველგან უარი მიიღო. გემის შეშვებას მხოლოდ 27 ივნისს დათანხმდა მალტის მთავრობა. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯოზეფ მუსკატის ინფორმაციით, Lifeline-ს გემზე მყოფი ლტოლვილების მიღებას მალტის გარდა დათანხმდნენ იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, პორტუგალია, ირლანდია, ბელგია და საფრანგეთი. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა, რომ ბერლინი მიგრანტებს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქველმოქმედო მისიის გემს დააპატიმრებენ, რადგან დაუშვებელია, რომ ეს შემთხვევა პრეცედენტად იქცეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG