Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგა გრიგოლია: აღარ მჯერა,რომ ეს მანიაკი მოგზავნილი არაა


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია Facebook-ზე, საკუთარ გვერდზე წერს, რომ მამაკაცი, რომელიც მასზე მუქარის გამო დააკვეს, კვლავ ურეკავს და მას ამ დრომდე არ აქვს შეზღუდული პროკურატურის მხრიდან ზარების განხორციელება. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს შეგნებულად ხდება მასზე ზეწოლის მიზნით და დაკავებულის მიერ განხორციელებულ ზარს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ გადაცემას უკავშირებს, სადაც სტუმრად ქალაქის პროკურორი ჰყავდა.

"დღეიდან არც ერთი წამით აღარ მჯერა,რომ ეს მანიაკი მოგზავნილი არაა ჩემზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. ეხლა დავწერ პირდაპირ - თუ მოხდება ისე,რომ ამ მანიაკის წყალობით რამე მომივა, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს. კადრებით შანტაჟის თემა, იმ ეტაპზე მოვიგეთ და ამასაც მოვიგებ. ჩემი იარაღია სიტყვა, ხოდა სიტყვით ვიბრძოლებ. ქალებზე ძალადობას ებრძვიან არა ის.....ზღაპრები მოუყვნენ მათ,ვისაც ამ ზღაპრების სჯერა. მადლობა ყურადღებისთვის!" - წერს ინგა გრიგოლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG