Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომბორზე ავტობუსის ავარიის შედეგად ოცზე მეტი ტურისტი დაშავდა


თელავის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გომბორის უღელტეხილზე რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. პირველ ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად ოცზე მეტი ტურისტი დაშავდა. ისინი თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ერთი დაშავებული სამკურნალოდ თბილისში წაიყვანეს. გომბორზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 25 ტურისტი დაშავდა. ისინი ქალაქ მინსკიდან არიან და კახეთში, ველისციხეში, ღვინის მარნის დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. გავრცელებული ცნობით, დაშავებულები ბელორუსის მოქალაქეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG