Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლტონი: პუტინს ყირიმის უკანონო ანექსიაზე ვესაუბრე


თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ისაუბრა ყირიმის უკანონო ანექსიის შესახებ. ბოლტონმა, რომელიც პუტინს შეხვდა მოსკოვში 27 ივნისს, განუცხადა „სი-ბი-ესს“,რომ პრეზიდნტი პუტინი ცხადად მელაპარაკა ამ თემაზე და მე ვუპასუხე, რომ „უნდა შევთანხმდეთ, რომ უკრაინაზე ვერ ვთანხმდებით“. პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერთმანეთს ხვდებიან 16 ივლისს. ტრამპმა უარი თქვა, გამოერიცხა, რომ აღიარებს რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ნახევარკუნძულის ყირიმის ანექსიას. აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტების მიერ 29 ივნისს დასმულ შეკითხვაზე, მართალია თუ არა ცნობა, რომ ვაშინგტონი აპირებს ანექსიის საწინააღმდეგო პოზიცის დათმობას, ტრამპმა განაცხადა: „უნდა ვნახოთ“. ასეთივე პასუხი გასცა ტრამპმა შეკითხავს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების გარშემო. ეს სანქციები კრემლს დაუწესეს ყირიმის ანექსის გამო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან მომავალი სამიტის მიზანიავაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის განვითარება.ეს ურთიერთობა „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა და შევხევავთ, „როგორ იმოქმედებს რუსეთი“. თქვა დონალდ ტრამპმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG