Accessibility links

დროებით საგამოძიებო კომისიას განმარტებებს ზვიად კუპრავა და გამომძიებლები მისცემენ


დღეს პარლამენტში გაიმართება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად, ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა. მისი დღის წესრიგის პირველი საკითხია კომისიის თავმჯდომარის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის მიერ გასულ კვირაში წარმოდგენილი რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს ხორავას ქუჩაზე, მოზარდების დაპირისპირებისას არასრულწლოვანი გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე და სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამო, სამართლებრივი დევნა დაიწყოს კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილის, მ.კ-ს მიმართ. კომისიის წევრები „ქართული ოცნებიდან“ მიიჩნევენ, რომ ამ რეკომენდაციების დამტკიცება ნაადრევია მნიშვნელოვანი მოწმეებისა და გამომძიებლებისგან ახსნა-განმარტებების მიღებამდე.

დღევანდელ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ოფიციალურ ახსნა-განმარტებებს მოისმენენ მოწმე ზვიად კუპრავასგან და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, შალვა ბედოიძის, ამავე დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუას და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ირაკლი ფიფიასგან.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG