Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელოვნურ ტბაში მოზარდების ცხედრები იპოვეს


მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელან მდებარე, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მოქალაქემ გამოიძახა მას შემდეგ, რაც წყლის ნაპირას შენიშნა ველოსიპედები და ტანსაცმელი. მოზარდების გარდაცვალების ფაქტის გამოძიება შსს-ს ადგილობრივმა სამმართველომ დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG