Accessibility links

ლებრონ ჯეიმსმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ლეიკერსთან“


საკალათბურთო კლუბი „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ საგრძნობლად გაძლიერებული შეხვდება მომავალ სეზონს. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თექვსმეტგზის ჩემპიონის რიგებში ლებრონ ჯეიმსი ითამაშებს. თანამედროვე კალათბურთის სუპერვარსკვლავმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ხნის განმავლობაში 154 მილიონ დოლარს მიიღებს.

ლებრონ ჯეიმსი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „კლივლენდ კავალიერსის“ რიგებში გამოდიოდა და 2016 წელს გუნდთან ერთად NBA-ის ჩემპიონი გახდა. გასულ სეზონში ჯეიმსმა 82 თამაში ჩაატარა და საშუალოდ 27,5 ქულა ჩააგდო. მას გუნდი ახალ კონტრაქტს სთავაზობდა, რომლის მიხედვითაც, სეზონის განმავლობაში 35,6 მილიონს ჰპირდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG