Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობისთვის" არასაკმარისია თავდაცვის სამინისტროს არგუმენტები


რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია მოითხოვს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის მოწვევას თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული პირის კომპანიების გამარჯვების გამო. ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს არგუმენტები არასაკმარისია.

“გავრცელდა თავდაცვის სამინისტროს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მხილებული პირის კომპანიები არ მონაწილეობდნენ დახურული ტიპის შესყიდვებში - ეგღა გვაკლდა, და მხოლოდ ღია ტენდერებით ხდებოდა შესყიდვებიო. ფაქტია, რომ 21-ჯერ მოხდა ამ ფირმებიდან საქონლის შესყიდვა და ზოგადად, რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული პირები დიდი სიმპათიით სარგებლობენ ხელისუფლების თვალში“ - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, „ოღონდ ნაციონალურ მოძრაობას აგინე და გინდ ჯაშუში იყავი, გინდ მარშისტი, გინდ ფაშისტი, გინდ ასავალ-დასავალისტი და გინდ პორტ-არტურის შპიონი.“ გოცირიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნებისთვის“ მტერია არა ოკუპანტი ქვეყანა, არამედ ის ოპოზიცია, რომელამც შეიძლება ბოლო მოუღოს არაფორმალურ მმართველობას და მათ პირად კეთილდღეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG