Accessibility links

„კრედიტ სვისი“ ივანიშვილის საქმეში პოზიციას იცვლის


ბიძინა ივანიშვილი

ფინანსური ორგანიზაცია „კრედიტ სვისი“ ჟენევის სასამართლოს თავისი ყოფილი თანამშრომლის, პატრიკ ლესკადრონის, გამართლებას სთხოვს ბრალდების აქტის იმ ნაწილში, რომელშიც მას ბრალად ედება ყოფილი კლიენტების - მათ შორის ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის - ფინანსების არაკანონიერად განკარგვა. ამ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტი“ ავრცელებს.

პატრიკ ლესკადრონს ივანიშვილი ოთხ ქვეყანაში უჩივის 1 მილიარდი დოლარის არამიზნობრივად გამოყენების გამო.

„კრედიტ სვისის“ ადვოკატებმა მოთხოვნის წერილი უკვე გაუგზავნეს ჟენევის სასამართლოს. მანამდე ბანკის პოზიცია განსხვავებული იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ ყოფილმა თანამშრომელმა, პატრიკ ლესკადრონმა, ისინიც მოატყუა.

თებერვალში ლესკადრონს ჟენევის სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა რუსი კლიენტების მიმართ თაღლითობის გამო, მათ შორის კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც აღმოჩნდა.

უფრო კონკრეტულად, ლესკადრონს ბრალად ედება ივანიშვილის აქტივების სარისკო დაბანდება ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Raptor Pharmaceuticals-ში. ამ ოფშორული ინვესტიციის შესახებ ცნობილი გახდა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული “პანამის დოკუმენტებიდან”.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG