Accessibility links

მექსიკის პრეზიდენტად აირჩიეს მემარცხენე ნაციონალისტი


ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორi

მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ხმების 53%-ით გაიმაჯვა მემარცხენე ნაციონალისტების ოპოზოციური ბლოკის კანდიდატმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა. ის მექსიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვლის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის“ წარმომადგენელს, ენრიკე პენია ნიეტოს. საარჩევნო კამპანიის დროს „ეროვნული აღორძინების მოძრაობის“ წევრი, 64 წლის ლოპეს ობრადორი მექსიკელებს დაპირდა მაფიის და კორუფციის დამარცხებას და აშშ-თან ახალი ტიპის ურთიერთობებს, რომელიც დაეფუძნება მხარეთა შორის პატივისცემას და შეერთებულ შტატებში ლეგალურად მცხოვრები და მომუშავე მექსიკელი მიგრანტების დაცვას. პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს მიულოცა მექსიკის პრეზიდენტად არჩევა. ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ლოპეს ობრადორთან ერთად მუშაობას და გასაკეთებელია ბევრი რამ, რაც სარგებელს მოუტანს როგორც აშშ-ს, ისე მექსიკას.

წელს აპრილში, დონალდ ტრამპმა მექსიკის ხელისუფლება დაადანაშულა უკონტროლო საიმიგრაციო პოლიტიკაში. მოგვიანებით აშშ-ის მთავრობამ დაიწყო ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მიმართ ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გამოყენება და მიგრანტებს შვილებს დროებით ართმევდა სასამართლოში მათი საქმეების განხილვის დასრულებამდე. ეს განკარგულება პრეზიდენტმა ტრამპმა 20 ივნისს გააუქმა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG