Accessibility links

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართველი მოზარდი გაათავისუფლა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული არასრულწოვანი ტატო ხარაზიშვილი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეთორმეტეკლასელი ტატო ხარაზიშვილი 30 ივნისს დააკავეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან, სადაც მოზარდი საქონელს მწყემსავდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG