Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ახალგაზრდობის დაახლოებით 30%-ს სურს ქვეყნიდან წასვლა


რუსეთიდან წასვლის მსურველი ახალგაზრდების რაოდენობამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმუმს მაიღწია. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შემსწავლელი ცენტრის გამოკითხვაში, რომლის თანახმად რუსეთში მცხოვრები 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდების 31%-ი ისურვებდა უცხოეთში წასვლას. მათთვის სასურველ ქვეყნებ შორის ლიდერობს გერმანია. იქ წასვლა სურს ახალგაზრდების 16%-ს. შემდეგ მოდის აშშ-ი, ესპანეთი, კანადა და იტალია. „ლევადა ცენტრის“ თანახმად კი ყოველ მეხუთე რუსს სურს ქვეყნიდან ემიგრირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG