Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი მზადაა, 23 რუსი გაცვალოს უკრაინელებზე, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული


კიევი, 1 ივლისი: აქცია რუსეთში დაკავებული უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით
კიევი, 1 ივლისი: აქცია რუსეთში დაკავებული უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით

უკრაინა გამოთქვამს მზადყოფნას, რუსეთის 23 მოქალაქე გაცვალოს უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში არიან დაკავებული. ტყვეების შესაძლო გაცვლის შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირინა ჰერაშჩენკომ. უკრაინელებზე გასაცვლელად დასახელებულ რუს პატიმრებს შორის არიან ოდესაში, ხარკოვში, ხერსონისა და თერნოპილის რეგიონებში ტერაქტების მზადებისათვის გასამართლებული პირები. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად რუსეთში დაკავებულია უკრაინის 23 მოქალაქე პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე. მათ ემატება ყირიმში დაკავებული 40-ზე მეტი ადამიანი. დაკავებული უკრაინელებიდან ყველაზე ცნობილია რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელსაც 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ტერორიზმის ბრალდებით. ის ბრალდებას უარყოფს და უკვე 50 დღეა შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG