Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: პუტინი მზადაა ტრამპთან შეხვედრისას კომპრომისის საძიებლად ყველაფერში, ყირიმის გარდა


კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, ამერიკელ კოლეგასთან 16 ივლისს შეხვედრისას კომპრომისი ეძებოს „ყველა“ საკითხში, ყირიმის გარდა. ამ შინაარსის განცხადება 2 ივლისს გააკეთა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. 16 ივლისს ჰელსინკიში გაიმართება პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა მკვეთრად არის გაუარესებული რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, აგრეთვე სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომებისა და აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში სავარაუდო ჩარევის გამო. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა 1 ივლისს ტელეკომპანია სი-ბი-ეს-თან ინტერვიუში გამორიცხა, რომ ვაშინგტონი შეეგუება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ევროკავშირს, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს მოსკოვისათვის სანქციები აქვთ დაწესებული როგორც ყირიმის ანექსიის, ისე აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG