Accessibility links

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგომას აპირებს იმიგრაციის საკითხში კანცლერთან უთანხმოების გამო


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეჰოფერი მზად არის გადადგეს ამ პოსტიდან, ისევე როგორც ბავარიის პარტია „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ თავმჯდომარეობიდან იმიგრაციის საკითხზე კანცლერთან უთანხმოების გამო. ზეჰოფერმა 2 ივლისის დილას დაადასტურა გადადგომისათვის მზადყოფნა, მაგრამ ჯერ დაგეგმილი იყო შეხვედრა კანცლერ ანგელა მერკელთან. საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ზეჰოფერს ჯერ არ შეუტანია ოფიციალური განაცხადი გადადგომის შესახებ და ზოგი თანაპარტიელი ცდილობს, გადაათქმევინოს ეს გადაწყვეტილება. ზეჰოფერის „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“ არის მერკელის ქრისტიან-დემოკრატების მსგავსი, ოღონდ უფრო კონსერვატიული პარტია ბავარიაში. ის მერკელისაგან მოითხოვს თანხმობას გეგმაზე, რომ გერმანიის საზღვრიდან უკან გააბრუნონ თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებული არიან ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში. მერკელი კი მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ საკითხზე ევროკავშირის მასშტაბის შეთანხმების მიღწევას. ზეჰოფერის გადადგომის შემთხვევაში, „ქრისტიანულ-სოციალური პარტია“ ან სხვა ლიდერს აირჩევს, ან გავა კოალიციიდან, რაც ბოლოს მოუღებდა ორი პარტიის მრავალწლიან ალიანსს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG