Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო კომისიამ ორი რეკომენდაციით მიმართა შსს-სა და მთავარ პროკურატურას


პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-სა და მთავარ პროკურატურას ორი რეკომენდაციით მიმართა.

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, საქმის მასალებზე, აგრეთვე შსს-ის და პროკურატურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების - კახაბერ სირაძისა და ზვიად ფხაკაძის მხრიდან მიღებულ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 66-ე მუხლის შესაბამისად, მიმართავს რეკომენდაციით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ.-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, ასევე გაატაროს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებისთვის, ამ ფორმით რეკომენდაციას კომისიის 17 წევრიდან მხარი ათმა წევრმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო, ექვსმა თავი შეიკავა.

მეორე რეკომენდაციით კი საგამოძიებო კომისიამ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. ამ ფორმულირებით რეკომენდაციას რვა მომხრე ჰყავდა ექვსი წინააღმდეგი და ერთმა თავი შეიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG