Accessibility links

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-ისთვის ყირიმი უკრაინაა


სარა სანდერსი

თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას. სანდერსის თქმით, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები შენარჩუნდება უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებამდე. 29 ივნისს, ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ დათანხმდება აშშ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა:„ვნახოთ.“

16 ივლისს, ჰელსინკიში გაიმართება პრეზიდენტების ტრამპის და პუტინის შეხვედრა. თეთრი სახლის პრესმდივანს, სარა სანდერსს არ უთქვამს, განიხილება თუ არა ამ შეხვედრაზე ყირიმის სტატუსის საკითხი. კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს აშშ-ის პრეზიდენტთან ყირიმზე საუბარს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG