Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს ბრალს სდებს სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობის გართულებაში


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის მიერ დეკლარირებული „კეთილი ზრახვების“ და „უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯების“ მიუხედავად, საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებითად იწვევს სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობების გართულებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსკოვის ეს პოზიცია მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გააცნო სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს. მათი შეხვედრა 2 ივლისს, მოსკოვში გაიმართა. კარასინმა თბილისის მიერ სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობების გართულების მაგალითებად მოიყვანა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და გაეროს მიერ ივნისში მიღებული რეზოლუცია, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს განზრახვა, მიაღწიონ პროგრესს ჟენევის ფორმატით მუშაობის პროცესში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG