Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების სფეროს კონტროლზე რჩევებს ამერიკელებისგან მიიღებს


საქართველოში ვიზიტს იწყებს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის, „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ დელეგაცია. ორდღიანი ვიზიტისას დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებს და საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს. პარლამენტის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევა უსაფრთხოების სფეროს საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის კონგრესის ეთიკის ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს, ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დელეგაცია საქართველოში მიიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG