Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლსბერის მახლობლად ორი ადამიანი მოიწამლა ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით


დიდი ბრიტანეთის უილტშირის საგრაფოს პოლიციამ განაცხადა, რომ სერიოზული ინციდენტი მოხდა ქალაქ ეიმსბერიში, სადაც ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა ორი ადამიანი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. ეიმსბერი მდებარეობს 11 კილომეტრში ქალაქ სოლსბერიდან, სადაც მარტის დასაწყისში, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია. მათ მოწამვლაში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა.

პოლიციის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გასულ შაბათს ქალაქ ეიმსბერის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს 40 წლის მამაკაცი და ქალი. ისინი სოლსბერის კლინიკაში გადაიყვანეს. თავდაპირველად ექიმებმა ივარაუდეს, რომ პაციენტებმა მიიღეს დაბინძურებული კოკაინის, ან ჰეროინის დოზა, თუმცა, ანალიზმა ვერ გამოავლინა მძიმე ინტოქსიკაციის გამომწვევი კონკრეტული ნივთიერება. ამაჟამად დამატებითი კვლევა მიმდინარეობს. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და რაიმე დასკვნის გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია. უსაფრთხოების მიზნით, პოლიციელებს გადაკეტილი აქვთ ის ადგილები, სადაც მოწამლულები ყველაზე ხშირად იმყოფებოდნენ. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამმართველოს განცხადებით, არ ეტაპზე არ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ქალაქ ეიმსბერის მცხოვრებთა ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე ემუქრება, თუმცა, კონტროლი გაძლიერებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG