Accessibility links

პოლონეთში აპროტესტებენ სასამართლო რეფორმას მოსამართლეთა საპენსიო ასაკის დაწევის გამო


პოლონეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მალგოჟატა გერსდორფი 4 ივლისს სამუშაოზე გამოცხადდა, რათა გააპროტესტოს სადავო კანონი, რომელიც ეხება მოსამართლეთა საპენსიო ასაკს. 65 წლის გერსდორფს გადაყენებას უპირებენ, ის კი აცხადებს, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, 2020 წლამდე შეუძლია თანამდებობაზე დარჩენა. მას „წმენდად“ მიაჩნია პოლონეთის მმართველი პარტიის, „სამართლისა და სამართლიანობის“ ინიციატივით გატარებული რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეების საპენსიო ასაკის 70-დან 65 წლამდე დაწევას. გერსდორფი მმართველი პარტიის ოპონენტია და დღეს ასობით მხარდაჭერის თანხლებით მივიდა უზენაეს სასამართლოში. მიმდინარე კვირაში ევროკავშირმა დაიწყო სამართლებრივი პროცედურა პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ, სასამართლოს დამოუკიდებლობის შემზღუდველ ზომებში ბრალდებით. მაგრამ ვარშავა აცხადებს, რომ რეფორმა საჭიროა კორუფციასთან საბრძოლველად და სამართლებრივი სისტემის გასაუმჯობესებლად. 3 ივლისს პოლონეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა რეფორმის საწინააღმდეგო აქციები.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG