Accessibility links

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ აკრიტიკებს რუსეთს ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შეზღუდვისთვის


ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადოს ცალკეული ჟურნალისტები და ბლოგერები, არის ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შემზღუდველი „სისტემატური პოლიტიკის“ მორიგი ზომა. ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია 3 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში მოუწოდებს მოსკოვს, შეცვალოს ეს კურსი და რუსეთის მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა „წყაროების ფართო სპექტრიდან“ შეიტყოს ინფორმაცია და მოსაზრებები. 3 ივლისს, უფრო ადრე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ინფორმაციისა და კომუნიკაციის კომიტეტმა დაამტკიცა შესწორებები კანონპროექტში, რომელიც ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადოს კერძო პირები, თუ ისინი მუშაობენ იუსტიციის სამინისტროს მიერ „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხულ საინფორმაციო საშუალებებში. კანონპროექტით, ასეთ პირებს მოუწევთ ყოველწლიური შემოწმების გავლა, თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა ორ წელიწადში ერთხელ და „უცხოეთის აგენტის“ მიწერა პუბლიკაციებზე. კანონპროექტში შესწორებები შევიდა სახელმწიფო სათათბიროში მეორე მოსმენით მის განხილვამდე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG