Accessibility links

უკრაინა და სერბია უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ რუსეთზე უთანხმოების მიუხედავად


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეხვდა ალექსანდრ ვუჩიჩს - ევროპაში რუსეთის მთავარი მოკავშირე ქვეყნის, სერბიის პრეზიდენტს - ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. ორივე ქვეყანა მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ. ბელგრადში 3 ივლისს გამართული შეხვედრისას, დელეგაციებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას და გამოთქვეს რწმენა, რომ ურთიერთობები უკეთესობისაკენ შეიცვლება. სერბიას, როგორც მოსკოვის ტრადიციული მოკავშირე, არ დაუწესებია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ. მაგრამ სერბიის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ბელგრადი კანონიერად არ ცნობს ყირიმის ანექსიას. ამასთან, ბოლო წლებში სერიოზულ უთანხმოებას იწვევენ სერბი „მოხალისეები“, რომლებიც სეპარატისტების მხარეზე იბრძვიან აღმოსავლეთ უკრაინაში. შარშან კიევმა ბელგრადი გააკრიტიკა, რომ საკმარის ზომებს არ მიმართავს ასეთი „მოხალისეების“ სამართლებრივი დევნისათვის. უთანხმოების ფონზე, პოროშენკომ და ვუჩიჩმა შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სურთ, ერთმანეთს დაეხმარონ ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიმართული ძალისხმევისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG