Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმისამართო გასროლამ თბილისში ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


სამართალდამაცვებმა თბილისში, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს1956 წელს დაბადებული რ.გ. შსს-ს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივლისს ვარკეთილში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან, თავის სახელზე გაფორმებული ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა. გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში, გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო 1953 წელს დაბადებულმა შ.მ-მ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა."

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, ვარკეთილში მოკლული პირი თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის სიმამრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG