Accessibility links

ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის გამო თბილისში ცოლ-ქმარი დააკავეს


პოლიციელებმა თბილისში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც ბრალად ედება არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაცია. შსს-ს განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულნი არიან „1957 წელს დაბადებული პ.მ. და მისი მეუღლე - 1959 წელს დაბადებული ა.მ. რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ გოგონებს, კერძოდ, მათზე მუქარით ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროს სადგურებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში აიძულებდნენ მოწყალების თხოვნით თანხის შეგროვებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG