Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ პატარაძემ დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა


თანამდებობა დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ. მან გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად, ვიმსჯელეთ ამ საკითხზე გუნდში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ წევრი, გუნდის წევრი და გუნდთან ერთად ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებ ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“ - განაცხადა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე ზურაბ პატარაძემ. მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2016 წლის ივლისში დაიკავა, მანამდე კი იყო საქართველოს ელჩი ყაზახეთში. ზურაბ პატარაძემ შეცვალა არჩილ ხაბაძე, რომელიც 2016 წლის 6 ივლისს გადადგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG