Accessibility links

აშშ-მა და პაკისტანმა ავღანეთში მშვიდობის უზრუნველყოფის გზებზე ითათბირეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ელის უელსი პაკისტანის არმიის სარდალს, გენერალ კამარ ჯავედ ბაჯვას შეხვდა იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება ავღანეთში მშვიდობის უზრუნველყოფა თალიბებსა და ქაბულს შორის ზავის შემდეგ.

უელსის ვიზიტი სამშაბათს შედგა მას შემდეგ, რაც ავღანეთის მიერ სამშვიდობო დარეგულირებისკენ მიმართული ძალისხმევის გააქტიურების ფონზე. შეხვედრას წინ უსწრებდა ასევე აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის მიერ პაკისტანელი თალიბების ლიდერის, მოლა ფაზლულას მოკვლა.

პაკისტანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ავღანეთთან ომში პირველი დაზავების საქმეში, რომელიც 17 წელი გრძელდებოდა. მაგრამ შემდეგ ძალადობა განახლდა. ბაჯვა ახლახან ესტუმრა ქაბულს, სადაც შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის და პირობა მისცა მას, რომ ისლამაბადი მხარს უჭერს ქაბულსა და თალიბებს შორის სამშვიდობო პროცესს. როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ავღანეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის წარმომადგენლების გახშირებული შეხვედრები ურთიერთობების სერიოზული გაუმჯობესების დასტურია ორ მეზობელს შორის, რომელიც აშშ-ის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG