Accessibility links

რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკუაგდო კანონპროექტი 21 წლამდე პირებისთვის ალკოჰოლის მიყიდვის აკრძალვაზე


რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით უკუაგდო კანონპროექტი, რომელიც 21 წლამდე ასაკის პირებისთვის ალკოჰოლის მიყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს. გარდა გაყიდვის შეზღუდვისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებდა ამ ასაკობრივი ჯგუფის მიერ სპირტიანი სასმელების მოხმარების აკრძალვასაც.

ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ რუსეთის მთავრობა და სახელმწიფო დუმის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობის, ინოვაციური განვითარებისა და მეწარმეობის კომიტეტი. მათი აზრით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სამოქალაქო კოდექსს.

ამჟამად რუსეთში აკრძალულია ალკოჰოლის მიყიდვა 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG