Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის აეროპორტში მოწამლულთა უმრავლესობამ საავადმყოფო დატოვა


თბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლული შვიდი ადამიანი კლინიკიდან გაწერეს. „ევექსის” რეგიონული ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ექიმმა ტოქსიკოლოგმა ოთარ დიხამინჯიამ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ პაციენტებს, რომლებსაც დაუდგენელ ნივთიერებასთან შეხება 2 ივლისს ჰქონდათ, თუმცა კლინიკას 4 ივლისს მიმართეს, აღენიშნებოდათ თაბრუსხვევა, გულისრევა, თვალის ლორწოვანი გარსის ანთება და კანზე გამონაყარი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტებმა კლინიკა რამდენიმე საათში, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ დატოვეს, ამბულატორიული მეთვალყურეობა დაენიშნათ და რამდენიმე დღეში ხელახალ გამოკვლევას ჩაუტარებენ. მოწამვლის ნიშნებით ინგოროყვას კლინიკას მიმართა კიდევ ერთმა ადამიანმა, რომლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩება.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 ივლისს, საღამოს განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში დააქცია ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე. უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული ნივთიერება არ დაუსახელებია. საქმეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იძიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG