Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანს ნატოს სამიტზე გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს


დავით ზალკალიანი და ჰაიკო მაასი
დავით ზალკალიანი და ჰაიკო მაასი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ასრულებს მინისტრის რანგში პირველ ვიზიტს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გასული სამი დღის განმავლობაში, ბერლინში გამართული შეხვედრების შეფასებისას დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გერმანია აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს და პროგრესს, რომელიც არსებობს ნატოში ინტეგრაციის კუთხით.
„გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა არის მკაფიოდ გამოხატული. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს გამოხატული იქნება ბრიუსელის სამიტზეც“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინს 2 ივლისს ეწვია. დავით ზალკალიანი შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაიკო მაასს და ფედერალური მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს და კვლევითი ცენტრების ექსპერტებს. დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ქართულ-გერმანული სტრატეგიული დიალოგის შეხვედრაში, რომელიც ადენაუერის ფონდში გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG