Accessibility links

ნატოს ქვეყნების ლიდერები საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდებიან


გიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 2016 წლის 8 ივნისი

ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა ბრიუსელის სამიტის ოფიციალური პროგრამა. 12 ივლისს, ადგილობრივი დროით 8:00 საათზე ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი განცხადებას გააკეთებს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ხოლო 8:20 საათზე უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან ერთად. ამის შემდეგ, დაიწყება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების და საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით. ბრიუსელში ნატოს სამიტი 11 ივლისს იხსნება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG