Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტში აცხადებენ, რომ ე.წ. საზღვრის მიმართ პრეტენზია ჯერ არ გააჩნიათ


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის, პეტრე გასიევის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი პრეტენზია იმის მიმართ, თუ „როგორ გაივლო საზღვარი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის.“ გასიევის თქმით, სპეციალურ კომისიას რაიმე დარღვევის ფაქტი ჯერჯერობით არ გამოუვლენია. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ცოტა ხნის წინ შექმნეს კომისია, რომელიც სწავლობს სწორად მოხდა, თუ არა „საქართველოს რესპუბლიკასთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია.“ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში კომისიის შექმნა ახსნეს ზნაურის რაიონის მცხოვრებთა მიმართვით, რომ სოფელ წნელისის ნაწილი „საზღვარს“ მიღმა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. გასიევის განცხადებით, კომისია მუშაობის შედეგებს 3-4 თვეში გამოაქვეყნებს..

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG