Accessibility links

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31 %-ით გაიზარდა


ბათუმი

2018 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 2,103,151 მგზავრს მოემსახურა, რაც 31 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ( 1,607,892 მგზავრი).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით,
მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის 6 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,675,073 მგზავრს მოემსახურა, რაც 30 %-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,287,275 მგზავრი ).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და 28 % შეადგინა.

ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2018 წლის პირველ 6 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 190,272 მგზავრმა ისარგებლა, რაც 43 %-ით მეტია, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (133,424 მგზავრი).

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG