Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს სამთავრობო სტრუქტურის ცვლილებებს


საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ 116 კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო პაკეტს. „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებებით, საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო უქმდება და მის ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე - დევნილთა განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდება შეიცვლება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწოდება შეიცვლება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით კენჭი 4 ივლისს უყარა და მიიღო 84 ხმით 3-ის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG