Accessibility links

საქართველოს პირველი ლედის სიძის დაჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


სამართალდამცავები იძიებენ საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს. გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. ინციდენტი წუხელ, თბილისში მოხდა. მინდია გოგოჭურს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს. თავდამსხმელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, რომელიც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG