Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჭუბერში გაემგზავრა


მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაემგზავრა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნობა სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს და მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

უხვი ნალექის შედეგად, 5 ივლისს ჩამოშლილმა მთის მასამ მდინარე ნენსკრის ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, გზები და ხიდები წაიღო, რის გამოც გარე სამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG