Accessibility links

ეროვნული უშიშროების საბჭო იმსჯელებს ნატოს მოახლოებულ სამიტზე


დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. საღამოს რვის ნახევარზე დანიშნულ სხდომას პირველად დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები განიხილავენ ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციის საკითხებს და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს. საბჭოს სხდომაზე მოხსენებებს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, დავით ზალკალიანი და ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ბრიუსელში, ნატოს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება და მას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG