Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ლევან იზორიას ყოფნისას ყუნდუზის ბაზასთან ჭურვები ჩამოვარდა


ლევან იზორია ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებთან ერთად
ლევან იზორია ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებთან ერთად

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ავღანეთში, ყუნდუზის ბაზაზე შეხვდა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის სამხედროებს. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, იზორიას მიერ ქართული ოცეულის მონახულების შემდეგ, ბაზის მიმართულებით განხორციელდა ორი არაპირდაპირი გასროლა და ჭურვები ბაზის მახლობლად ჩამოვარდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ქართული ოცეული ორკვირიანი როტაციის პრინციპით უზრუნველყოფს ყუნდუზის ბაზის უსაფრთხოებას. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბაზაზე იმყოფებოდა გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად შეხვდა მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებული მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის პირად შემადგენლობასაც და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურს, გერმანელ გენერალს, ვოლფ-იურგენ შთალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG