Accessibility links

ტაილანდის არმიის ყოფილი სამხედრო დაიღუპა გამოქვაბულში ჩარჩენილთა გადარჩენის ოპერაციისას


ტაილანდელი მაშველები ჟანგბადის ბალონებით ამარაგებენ გამოქვაბულში ჩარჩენილებს

ტაილანდში დაიღუპა საზღვაო ქვეითი ძალების ყოფილი სამხედრო, რომელიც მონაწილეობდა გამოქვაბულში ჩარჩენილი 13 ადამიანის გადარჩენის ოპერაციაში. 38 წლის სამარნ პოონანს, რომელსაც ზღვის სიღრმიდან გამოქვაბულამდე მიჰქონდა ჟანგბადის ბალონები, ამოსვლის დროს ჟანგბადი თავად აღარ ეყო, გონება დაკარგა და დაიხრჩო.

11-დან 16 წლამდე ასაკის 12 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი ორი კვირაა იმყოფებიან ჩიანგრაის პროვინციაში მდებარე ხაო ლუანგის გამოქვაბულში, რომელსაც თავი უამინდობის გამო შეაფარეს. ძლიერი წვიმის შედეგად გამოსასვლელი წყლით აივსო და მოზარდები და მათი მწვრთნელი გარე სამყაროს მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ. 1 ივლისამდე მუსონური წვიმა პრაქტიკულად არ შეწყვეტილა, რამაც სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გაართულა. მაშველების ინფორმაციით, მოზარდები და მათი მწვრთნელი გამოქვაბულის შესასვლელიდან რამდენიმე კილომენტრში იმყოფებიან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG