Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ვენაში ხვდებიან ბირთვულ ხელშეკრულებაზე სასაუბროდ


ირანის და მსოფლიოს ხუთი წამყვანი ქვეყნის დიპლომატები ვენაში მართავენ შეხვედრას, რათა განიხილონ 2015 წელს ირანთან მიღწეული ბირთვული ხელშეკრულების ბედი, მას შემდეგ რაც მას აშშ გამოეთიშა. ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თავიანთ ირანელ კოლეგას, ჯავად ზარიფს პირველად ხვდებიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ტოვებს ბირთვულ შეთანხმებას და ირანს ეკონომიკურ სანქციებს აღუდგენს. ამ შეხვედრამდე ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებს უთხრა, რომ ევროპის ქვეყნების მიერ შემუშავებული ეკონომიკური ზომების პაკეტი, რომელიც აშშ-ის სანქციების საპასუხოდ მიიღეს, არ არის საკმარისად ძლიერი - იუწყება ირანის მედია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG