Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი მეამბოხეები რუსეთთან მოლაპარაკებას უბრუნდებიან


სირიის ომით გაჩანაგებულ სამხრეთდასავლეთში მეამბოხეები აცხადებენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას უბრუნდებიან, რეგიონიდან მათი ძალების შესაძლო გასვლის თაობაზე - მას შემდეგ, რაც რუსეთის და სირიის ძალებმა საჰაერო დარტყმების ინტენსიური კამპანია აწარმოეს. მოლაპარაკება მცირე ხნით შეწყვეტილი იყო, თუმცა მანამდე მოლაპარაკების პროცესში შედგა შეთანხმებები მთავრობისთვის 30-ზე მეტი ქალაქის დაბრუნების შესახებ სამხრეთ სირიის სტრატეგიულ ზონაში, იორდანიის და ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის მაღლობების მეზობლად. 4 ივლისს, მოლაპარაკების მცირე ხნით ჩაშლამ გამოიწვია რუსეთისა და სირიის საჰაერო ძალების მიერ ინტენსიური დაბომბვის კამპანია, რომლის შედეგადაც 320,000-მდე სამოქალაქო პირი იძულებით გადაადგილებულად იქცა. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მიზანია დაიბრუნოს სირიის მთელი სამხრეთდასავლეთი - მეამბოხეთა ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG