Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აშშ-ის ელჩი იცავს ტრამპის და პუტინის შეხვედრის გადაწყვეტილებას


რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ ჰანტსმენმა დაიცვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება შეხვდეს რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს და განაცხადა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუარესების ტენდენციის გამოსწორება მოსკოვის პასუხისმგებლობაა. 5 ივლისს, ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში ჰანტსმენმა თქვა, რომ ტრამპი თავიდან პუტინს პირისპირ შეხვდება, შემდეგ კი შეხვედრას წამყვანი მრჩევლებიც შეუერთდებიან. ელჩი თვლის, რომ პუტინთან შეხვედრის გადაწყვეტილება სწორია, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას ბევრი ექსპერტი თუ ოფიციალური პირი უსვამს შეკითხვებს, მოსკოვის ნაბიჯების გათვალისწინებით უკრაინაში და სირიაში და ასევე იმ ცნობების ფონზე, რომ მოსკოვი ჩაერია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. "აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია იმის დადგენა, აპირებს თუ არა რუსეთი ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესის მიღწევას" - განაცხადა ელჩმა. შეხვედრა გაიმართება 16 ივლისს, ჰელსინკიში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG