Accessibility links

ყირიმში სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის მომხრე აქტივისტს


რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე სასამართლომ შრომა-გასწორების კოლონიაში ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის მომხრე ბლოგერს - უკრაინა ამ გადაწყვეტილებას მიიჩნევს "სრულიად პირობითად და უკანონოდ". პროკურორი, რომელიც აქტივისტ ვლადიმირ ბალუხის მეორე პროცესში მონაწილეობდა, რუსეთის მიერ კონტროლირებულ, რაზდოლნენსკის რაიონულ სასამართლოს სთხოვდა ოთხწლიან პატიმრობას განსასჯელისთვის, რომელიც ამჟამად პროტესტის ნიშნად შიმშილობს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაგმო სასამართლოს განაჩენი და თავის პარტნიორებს მიმართა თხოვნით კრემლზე გავლენა მოახდინონ ბალუხის და "სხვა პოლიტპატიმრების" გასათავისუფლებლად. ბალუხი თავდაპირველად 2016 წლის ბოლოს დააკავეს და 2017 წლის აგვისტოში დამნაშავედ სცნეს იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ ფლობაში. მისი სასჯელი და თითქმის ოთხწლიანი პატიმრობის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და დააბრუნა ქვედა ინსტანციის სასამართლოში, რომელმაც იანვარში იდენტური განაჩენი და სასჯელი შეიმუშავა. ბალუხის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა მარტში, მას შემდეგ, რაც მას უჩივლა ციხის მცველმა, რომელიც აცხადებს, რომ მას ბალუხი თავს დაესხა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG