Accessibility links

მამუკა ბახტაძე: ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა გაკეთდეს ყველგან


ჭუბერი. 2018 წლის 6 ივლისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, იმ ვითარებას, რომელიც სტიქიის შედეგად ჭუბერის ხეობაში შეიქმნა, ხელი შეუწყო ტყის უსისტემო ჭრამაც. “ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ“ - განუცხადა ჭუბერში, ჟურნალისტებს მამuკა ბახტაძემ. მისივე თქმით, კონკრეტულად გუშინდელი სტიქია, სპეციალისტების პირველადი შეფასებით, გამოიწვია უხვმა ნალექმა. „ამისგან დაზღვეული არავინ არ არის და ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია მესტიაში ჰესის მშენებლობის საკითხის გადახედვა, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „დასკვნა როდესაც დაიდება, თუ რას უკავშირდება მომხდარი, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG