Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ოფიციალურად გაუგრძელა ვადა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს


ევროკავშირმა რუსეთს ოფიციალურად გაუგრძელა ეკონომიკური სანქციების მოქმედების ვადა 2019 წლის 31 იანვრამდე. გადაწყვეტილება ეხება მოსკოვისთვის ყირიმის ანექსიის და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის 2014 წელს დაწესებულ სანქციებს. საბოლოო გადაწყვეტილება 5 ივლისს იქნა მიღებული მას მერე, რაც 29 ივნისს ევროკავშირის სამიტზე სანქციების ვადის გაგრძელებას მიემხრნენ ევროკავშირის ლიდერები. ამ ზომებმა განსაკუთრებული ზარალი მიაყენა რუსეთის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG