Accessibility links

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


პაკისტანის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფს, როგორც პროკურატურის ადვოკატმა განაცხადა, ლონდონში მის სახელზე არსებული ძვირადღირებული სახლის ფაქტზე. სარდარ მუსტაფა აბასის თქმით, სასამართლომ ასევე დაადგინა აღნიშნული უძრავი ქონების კონფისკაცია. მოელინა, რომ ლონდონში მყოფი შარიფი, რომელიც იქ მძიმედ ავადმყოფობს ცოლს უვლის, გაასაჩივრებს სასამართლოს ვერდიქტს. 67 წლის შარიფი არადეკლარილებული ქონების გამოუზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით 2017 წელს გადააყენეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და სამუდამოდ ჩამართვეს პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება. პაკისტანის მედიის ცნობით, შარიფის ქალიშვილს, მარიამს, რომელიც მამამისის პოლიტიკურ მემკვიდრედ განიხილებოდა, შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა. ნავაზ შარიფმა სასამართლო პროცესს არაერთხელ უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG