Accessibility links

სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა სამხედრო წვრთნის დროს


სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და შვიდი დაიჭრა 6 ივლისს, სამხედრო წვრთნის მსვლელობის დროს დასავლეთ უკრიანაში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე. უკრიანის სამხედრო უწყების ცნობით, სავარაუდოდ ჯარისკაცების დაღუპვის მიზეზი გახდა ნაღმსატყორცნის ჭურვის აფეთქება ტაქტიკური მანევრების დროს. ინცინდენტის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები იძიებენ. 2014 წლიდან კიევი აწარმოებს ბრძოლას რუსეთის მხარდამჭერილ დონბასელ მეამბოხეებთან ქვეყნის აღმოსავლეთში, რასაც სულ მცირე 10 300 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG